რიკარდ იოზვიაკი „ ევროკავშირი და უფრო ნაკლებად, თუმცა ნატო-ც, ვერ წყვეტენ, როგორ წარმართონ ურთიერთობები საქართველოსთან“

29 იანვარი 2025, 17:57 157 ნახვა

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სტატიას აქვეყნებს, სადაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ბოლოდროინდელ ურთიერთობას განიხილავს. „საქართველოსთან მიმართებით, ევროკავშირი დიპლომატიურად უკაცრიელ ადგილასაა“, – წერს იოზვიაკი.
როგორც რიკარდ იოზვიაკი აღნიშნავს, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან სამი თვის შემდეგ, ევროკავშირი და უფრო ნაკლებად, თუმცა ნატო-ც, ვერ წყვეტენ, როგორ წარმართონ ურთიერთობები საქართველოსთან.
სტატიაში წერია, რომ ევროკავშირის საბჭოში, რომელიც ბლოკის ყველაზე გავლენიანი ორგანოა, სიტუაცია არ არის მარტივი. საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, სადაც საჭიროა ყველა წევრის თანხმობა, ქვეყნები ორ ბანაკად არიან გაყოფილნი – უნგრეთი და სლოვაკეთი, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მალევე მიულოცეს და მკაცრი პოზიციის მქონე ქვეყნები, როგორებიცაა ესტონეთი და ლიეტუვა.
როგორც იოზვიაკი სტატიაში აღნიშნავს, ევროკავშირის რამდენიმე ოფიციალურ პირთან საუბრისას გაირკვა, რომ მათ ურჩევნიათ ყაველაშვილის საკითხი გადადონ და ამ ეტაპზე საქართველოსთან საერთოდ არ ჰქონდეთ საქმე.

გიორგი მიქელაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში