ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით ემ-2-ი კატეგორიის მუნიციპალური მიკრო-ავტობუსები გარკვეული კატეგორიის ბენეფიციარებისთვის უფასო იქნება. ამის შესახებ დღეს საკრებულოს სხდომაზე მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსმა ისაუბრა.
მისი თქმით, ასეთი 14-ი მოწყვლადი ჯგუფია, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, მარტოხელა დედები, 0-დან 70 ათასამდე სოციალური ქულის მქონე პირები და სხვა. ისინი ემ-3-ი კატეგორიის მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ აქამდეც მგზავრობდნენ.
ტრანსპორტის საფასურის მერიისგან სუბსიდირება ახლა უკვე ახალ მიკროავტობუსებზე მოხდება.