სერბეთში ახალი არჩევნები შესაძლოა აპრილში ჩატარდეს

29 იანვარი 2025, 09:01 136 ნახვა

სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ ახალი მთავრობა არ შეიქმნება მისი პრემიერის გადადგომიდან 30 დღის განმავლობაში, შესაძლოა ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდეს.

ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე ემუქრება მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გადადგება დაძაბულობის განმუხტვის მიზნით მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღის გამო.

მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურზე სახურავის ჩამონგრევის შემდეგ, რომელმაც გასული წლის ნოემბერში 15 ადამიანი იმსხვერპლა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში