რა მოხდა სასტუმრო შერატონ ბათუმში 15 იანვარს - გიორგი გახარია პირველ კომენტარს აკეთებს და მოვლენებს აღწერს. ამბობს, რომ მას ჰქონდა რეაქცია ორგანიზებულ თავდასხმაზე, რომელიც მიმდინარეობდა სხვადასხვა ფორმით, რეაქცია კი, როგორც ამბობს, იყო ქაღალდის ჭიქით ყავის შესხმა.
გიორგი გახარიამ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე დამკვეთად კვლავ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დაასახელა და თქვა, რომ თავდასხმის მიზანი მისი დაშინება იყო.