რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიას დაარტყეს, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა 24 ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 2 თვის ბავშვია.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის განცხადებით, ზაპოროჟიეში ოთხი აფეთქების ხმა გაისმა.
საჰაერო განგაში იყო კიევშიც. რუსული ძალების მიერ დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო კიევში მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.