ბრიტანული გამოცემა Capital Finance International-ი საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე წერს და სტატიაში ეროვნული ბანკის საქმიანობას აფასებს. „ძლიერება სტაბილურობაშია“ სიტყვებით აფასებს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.
„საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს ეფექტურ მონეტარულ პოლიტიკას და უზრუნველყოფს ფინანსურ სტაბილურობას. სებ-მა ეფექტური მონეტარული პოლიტიკა გაატარა და საპროცენტო განაკვეთების დროული კორექტირება უზრუნველყო, რითაც წარმატებით მართა ინფლაციური მოლოდინები და ხელი შეუწყო ბიზნესისა და მომხმარებელთა ნდობის ხელსაყრელი გარემოს შექმნას“, – ვკითხულობთ სტატიაში.
ჟურნალისტი, გლობალური ინფლაციური წნეხის მიუხედავად, საქართველოში ინფლაციის მიზნობრივზე დაბალ მაჩვენებელზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მისი შეფასებით სებ-ის პროაქტიული მიდგომის შედეგია და აღნიშნავს, რომ სებ-ის „ძლიერება სტაბილურობაშია“.
„გლობალური ინფლაციური წნეხის მიუხედავად, საქართველოს ინფლაციის მაჩვენებელი 2022 წლის საშუალოდ 11.9 პროცენტიდან 2023 წელს 2.5 პროცენტამდე, ხოლო 2024 წელს 1.1 პროცენტამდე შემცირდა. 2023 წლის მარტიდან ინფლაცია სამპროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა ნარჩუნდება, რაც სებ-ის პროაქტიული მიდგომის დასტურია“, – წერს სტატიის ავტორი.
სტატიაში ასევე ხაზგასმულია ეროვნული ბანკის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რამაც ფინანსური სტაბილურობის განმტკიცება უზრუნველყო და ქვეყანაში მდგრადი, ლიკვიდური და კარგად კაპიტალიზებული საბანკო სექტორი ჩამოაყალიბა.
Capital Finance International-ი ეროვნული ბანკის საქმიანობის შეფასებისას საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ქართული ფინანსური ინსტიტუტები აშშ-ისა და სხვა შესაბამისი მხარეების მიერ რუსეთის ფედერაციის/ბელარუსის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების მოთხოვნათა სრული დაცვით მოქმედებენ.
მათივე ცნობით, სტატიის თანახმად, ეროვნული ბანკი და ქართული ფინანსური ინსტიტუტები ფინანსური სანქციების მოთხოვნათა სრული დაცვით მოქმედებენ.
როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრიტანული გამოცემის პუბლიკაციაში საუბარია ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ, ყოვლისმომცველ მარეგულირებელ და საზედამხედველო ჩარჩოზე, რომელიც ვირტუალური აქტივების სექტორში, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შეიქმნა.
"საერთაშორისო პარტნიორების შესაბამისი გამოხმაურებით და შეფასებებით არაერთხელ იქნა ხაზგასმული, რომ სებ-ი და ქართული ფინანსური ინსტიტუტები აშშ-ისა და სხვა შესაბამისი მხარეების მიერ რუსეთის ფედერაციის/ბელარუსის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების მოთხოვნათა სრული დაცვით მოქმედებენ...
ჩარჩო დოკუმენტი, გასულ წელს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ღონისძიებების შეფასების საკითხებში ექსპერტთა კომიტეტმა (MONEYVAL) დადებითად შეაფასა. „MONEYVAL-მა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასა. ამ შეფასებამ საქართველოს შესაბამისობა ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მე-15 რეკომენდაციასთან „ნაწილობრივ შესაბამისიდან“ „მნიშვნელოვნად შესაბამისამდე“ გააუმჯობესა, რითაც ის MONEYVAL-ის ევროპის საბჭოს წევრი მხოლოდ შვიდი სახელმწიფოდან ერთ-ერთი გახდა, ვინც ეს შეფასება მიიღო"- აღნიშნულია ბრიტანული გამოცემის სტატიაში, რომელსაც ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ეროვნული ბანკის ცნობით, Capital Finance International ყოველკვარტალური ჟურნალი და ონლაინ-რესურსია, რომელიც აქტიურად აშუქებს ბიზნესის, ეკონომიკის და ფინანსების საკითხებს.