დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრო სალომე ზურაბიშვილი. ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ამ შესაძლებლობისთვის მადლობას იხდის. მისი თქმით, პარალელურად ქართველები სოლიდარობის ნიშნად ამერიკელ მეგობრებთან ერთად მსვლელობას აწყობენ.
„მაშინ, როცა მე თავისუფლების მოყვარე საქართველოს სახელით ინაუგურაციის ცერემონიას ვესწრები, ქართველები სოლიდარობის ნიშნად თავიანთ ამერიკელ მეგობრებთან ერთად მსვლელობას აწყობენ. აშშ-ის რამდენი პარტნიორი ქვეყანა აკეთებს ამას?“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.