ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

21 იანვარი 2025, 13:12 115 ნახვა

ევროპარლამენტი დღეს საქართველოს საკითხზე დებატებს გამართავს. ევროპარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, თემა იქნება „პოლიტიკური არეულობა და მიმდინარე რეპრესიები“ საქართველოსა და ბელარუსში.

გარდა დებატებისა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასების შესახებ მოხსენებას წარადგენენ. სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია 27-31 იანვარს გაიმართება.   მოხსენების ინიციატორია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის  დელეგაციის ხელმძღვანელი იულიან ბულაი.

დელეგაცია საქართველოს  14-16 იანვარს სტუმრობდა.  ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის მიერ ვალდებულებების შესრულების შეფასება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი