გაფიცვის მე-6 დღე ხელოვნების უნივერსიტეტში

20 იანვარი 2025, 10:28 169 ნახვა

გაფიცვის მეექვსე დღე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში - სტუდენტებმა ღამე კვლავ  სასწავლებლის ფოიეში გაათენეს. ხელოვნების უნივერსიტეტის 4 სტუდენტის, დეკანისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით  80-მდე სტუდენტია გაფიცული.

გაფიცულები აცხადებენ, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მათთან კომუნიკაცია ჯერ-ჯერობით  არ ჰქონია,  ისინი   ელოდებიან  ახალი რექტორის არჩევას, რათა მოისმინონ  როგორი იქნება  ადმინისტრაციის პოზიცია საკუთარი სტუდენტებისა და ლექტორის დაკავებასთან დაკავშირებით. 

აქვე გეტყვით, რომ ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების გიორგი დავითაძის ,დავით გვიანიძის ,ანრი კაკაბაძის,გურამ მიქელაძისა და დეკან მამუკა ჯორბენაძის სასამართლო პროცესი 28 იანვარს არის ჩანიშნული, ისინი  ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი