ტრამპის ინაუგურაციას და შემდგომ პოლიტიკურ პროცესებს აფასებენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციას მიაჩნია, რომ ცივილიზებული სამყარო არ აღიარებს ლეგიტიმურად ივანიშვილის რეჟიმს, ამიტომ არ არის "ქართული ოცნება" ცერემონიალზე მიწვეული და მას ოპოზიციის ნაწილი და სალომე ზურაბიშვილი ესწრება.
"ქართულ ოცნებაში" კი იმედოვნებენ, რომ ტრამპი დაასრულებს ომს უკრაინაში. ასევე იმედი აქვთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ექნება ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის შესაძლებლობა.