„გაიფიცე, თავისუფლება გიორგი დავითაძეს, თავისუფლება გურამ მიქელაძეს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ - ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები გაიფიცნენ და პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტში ღამე უნივერსიტეტში გაათენეს, ამ დროისთვის გაფიცულია 80-მდე სტუდენტი.
გაფიცული სტუდენტები დაკავებული სტუდენტების და დეკანის გათავისუფლებას ითხოვენ, რომლებიც, მათი თქმით, უკანონო პატიმრები არიან.
სტუდენტები პროტესტის გაგრძელებას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გეგმავენ.