აქცია იყო გუშინ საღამოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასთან. სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები მაუწყებლისგან პირდაპირი ეთერის დათმობას ითხოვდნენ. შეკრებილების თქმით, მათ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე სურდათ საუბარი.
“ბათუმელების” რედაქტორის ეთერ თურაძის განცხადებით, ის ტელევიზიის შენობაში კარის დაკეტვამდე შევიდა. მას ჯერ დაჰპირდნენ, რომ ეთერში შეიყვანდნენ და ამისთვის მზადებაც დაიწყეს, თუმცა შემდეგ შენობის დატოვება მოსთხოვეს.
მოგვიანებით მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, საეთერო დრო დაეთმო ჟურნალისტებს, რომელთაც მაუწყებელი დაადანაშაულეს, რომ მზია ამაღლობელის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს არხი არასათანადოდ აშუქებს.