ბსუ-ს რექტორის არჩევნებში განაცხადი ტიტე აროშიძემ და არჩილ გუჩმანიძემ წარადგინეს

15 იანვარი 2025, 12:00 405 ნახვა

ერთ კვირაში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი რექტორი უნდა აირჩიონ. მსურველებს განაცხადების შეტანის ვადა დღეს ეწურებათ. ამ დროისთვის უნივერსიტეტში 2 განაცხადია შეტანილი, უმაღლესი საბჭოს ქართული ოცნების წევრის ტიტე აროშიძის და არჩილ გუჩმანიძის. 

ცოტა ხნის წინ წარადგინა ტიტე აროშიძის განაცხადი  მინდობით აღჭურვილმა პირმა ბსუ-ში.  ბსუ-ს რექტორის არჩევნებთან  დაკავშირებით  პროტესტს გამოთქვამს  ამავე უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორ თანამშრომელი გოჩა სურგულაძე, მისი განცხადებით  ქართული ოცნება   უნივერსიტეტში საკუთარი ინტერესების გამტარებელი პირის დანიშვნას აპირებს.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე  გიორგი დიასამიძე ირწმუნება, რომ  რექტორი არა დანიშვნის, არამედი არჩევნების ფორმით  გამოვლინდება და  სურგულაძის  პროტესტი უსაფუძვლოა.

აღსანიშნავია,რომ გოჩა სურგულაძემ  უნივერსიტეტი  მაისის  აქციების დროს პროტესტის ნიშნად დატოვა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში