ბათუმის საქალაქო სასამართლო ბათუმელების დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის საქმეს განიხილავს.
მედია მენეჯერს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხევაში მას 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება, დაცვის მხარე ამაღლობელისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს.
მოსამართლე ამ წუთებში აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.