11-12 იანვარს ბათუმში აქციის დროს დაკვებული პირების სასამართლო პროცესი 10 საათის განმავლობაში გაგრძელდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით ძლიერი საქართველოს“ წევრ ვაჟა დარჩიას, მალხაზ ირემაძეს, ლაშა და გიორგი გაბაიძეებს 5 დღიან პატიმრობ შეეფარდათ. თათია აბულაძე კი 2 ათას ლარიან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
ხმაური მოჰყვა მოსამართლე ირმა ტოგონიძის კიდევ ერთ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ასევე 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა გოდერძი ფრანგიშვილის, თემურ ქათამაძესა და მათე ცენტერაძეს.
"სირცხვილი“- ისმოდა სასამართლო დარბაზში დაკავებულების ახლობლების მხრიდან. მოსამართლის განაჩენი გააპროტესტეს მალევე სასამართლოსთან მედიის წარმომადგენლებმა და დაკავებულების ახლობლებმა. დაცვის მხარე აცხადებდა, რომ მათ მიერ მიწოდებული მტკიცებულებები შესაბამისად არ განხილულა. აქვე გეტყვით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს, „ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელისთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.