მზია ამაღლობელს ბრალი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით წარედგინა

13 იანვარი 2025, 15:03 166 ნახვა

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს ბრალი წარუდგინეს.  ბრალი მას 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. 

ადვოკატს მტკიცებულებები ცოტა ხნის წინ გადაეცა. ჯუბა ქათამაძის განმარტებით, ისინი ახლა სასამართლოსთვის მიმართვას ელოდებიან, რომელმაც აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს.

შეგახსენებთ, „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, რამდენიმე საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

დღეს, 19:00 საათზე მედიის წარმომადგენლები ბათუმის იზოლატორთან აქციას გამართავენ. გარდა ამისა, აჭარაში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციები და აქტივისტები ითხოვენ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაუყოვნებლივ შეისწავლოს მზია ამაღლობელის დაკავებასთან დაკავშირებული გარემოებები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში