ბათუმში დაკავებულებს შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია

11 იანვარი 2025, 23:40 227 ნახვა

ბათუმში დაკავებულებს შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ბიუროს ხელმძღვანელის, თაკო წულუკიძის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის, ერთ პირს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, საჭიროებს მედიკამენტებით მკურნალობას და ექიმის მუდმივ მეთვალყურეობას.

აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წესით, 173-ე მუხლით, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის საფუძველზე, დღეს საღამოს დააკავეს. მათ შეხვდათ იურისტი.

დაკავებულ 10 ადამიანს შორის არიან აქტივისტი, ციალა ქათამიძე, "ძლიერი საქართველოს" წევრი, ვაჟა დარჩია და გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი.

ამ წუთებში, ბათუმის სამმართველოსთან საპროტესტო აქცია გრძელდება.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში