ბათუმში კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს

11 იანვარი 2025, 23:11 166 ნახვა

ბათუმში კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს. 

დაკავებული გამოცემა "ბათუმელების" მენეჯერი, მზია ამაღლობელია. იგი, უკვე, მეათეა, მათ შორის, ვინც ამ საღამოს, ბათუმში მიმდინარე აქცია-მსვლელობისას დააკავეს.

როგორც ირკვევა, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წესით, 173-ე მუხლით, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის საფუძველზე არიან დაკავებულები.

ამ წუთებში, მათ, ადვოკატი ხვდება.

დაკავებულებს შორის არიან აქტივისტი, ციალა ქათამიძე და "ძლიერი საქართველოს" წევრი, ვაჟა დარჩია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში