ბათუმში დაკავებულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა

11 იანვარი 2025, 22:33 392 ნახვა

ბათუმში დაკავებულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა.

როგორც ირკვევა, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წესით, 173-ე მუხლით, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის საფუძველზე არიან დაკავებულები.

ამ წუთებში, მათ, ადვოკატი ხვდება.

დაკავებულებს შორის არიან აქტივისტი, ციალა ქათამიძე და "ძლიერი საქართველოს" წევრი, ვაჟა დარჩია.

როგორც პროტესტის მონაწილეები ამბობენ, ქათამიძე და დარჩია, მაშინ დააკავეს, როცა ერთი აქტივისტის დაკავების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა პროტესტი პოლიციის სამმართველოსთან გააგრძელეს და ეზოში სტიკერების დაკვრა დააპირეს.

მანამდე, პოლიციამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე ბათუმის საქლაქო სასამართლოსთან, იმ დროს დააკავა, როდესაც იგი, სამართალდამცველისთვის, სავარაუდოდ, სტიკერის დაკვრას ცდილობდა.

დაკავებებს წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციის წევრ, ელუჯა ბაგრატიონსა და სამართალდამცველებს შორის.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში