ეპისტოლეს გამოეხმაურა სამების ტაძარში ლიტურღიაზე მყოფი პრემიერ-მინისტრი. მთავრობის მეთაურის თქმით, პატრიარქის ეპისტოლეში, პირველ რიგში, ყურადღება გამახვილებულია რწმენის, ღმერთის და მოყვასის სიყვარულის მნიშვნელობაზე.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, გარკვეული ძალები ხელოვნურად ცდილობენ ქვეყანაში სიყვარულის მაგივრად სიძულვილი დათესონ.
მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ილია მეორის საშობაო ეპისტოლეში მნიშვნელოვანი აქცენტებია გაკეთებული და მრევლისთვის მისი გააზრება საყურადღებოა.