პოლიციამ მესტიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, დაკავებულები არიან 38 წლის და 33 წლის ახალგაზრდები.
გამოძიებით დადგინდა, რომ 5 იანვარს, ბრალდებულებმა ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააყაჩაღეს, გასტაცეს მობილური ტელეფონები, ერთ-ერთს მიაყენეს ცეცხლნასროლი იარაღიდან ჭრილობა, შემდეგ კი უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი მოგვიანებით მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.