ავსტრიის კანცლერი თანამდებობას ტოვებს. კარლ ნეჰამერმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ავსტრიაში ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ გარეშე კოალიციის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებები ჩავარდა. „უახლოეს დღეებში მე გადავდგები, როგორც კანცლერი და „სახალხო პარტიის“ ლიდერი და უზრუნველვყოფ მოწესრიგებულ გარდამავალ პერიოდს“, – აღნიშნულია ავსტრიის კანცლერის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში. ნეჰამერის ამ განცხადებამდე, მოლაპარაკებებიდან გავიდა ლიბერალური პარტია ნეოსი, თუმცა მოლაპარაკებები უშედეგოდ გააგრძელეს „სახალხო პარტიამ“ და „სოციალ-დემოკრატებმა.“