საგზაო წესების დარღვევაზე სანქციები გამკაცრდა

21 აპრილი 2017, 00:00 14852 ნახვა

89 დეპუტატი არც ერთის წინააღმდეგ, პარლამენტარებმა საგზაო წესების დარღვევისთვის სანქციები გაამკაცრეს. პირველი ივლისიდან, საქართველოს კანონმდებლობით მართვის მოწმობების 100 ქულიანი სისტემა ამოქმედდება. 

ახალი კანონით:  თქვენს მართვის მოწმობას ყოველწლიურად 100 ქულა მიენიჭება და დაჯარიმების შემთხვევაში ქულები დაგაკლდებათ. განულების შემთხვევაში მართვის მოწმობა ჩამოგერთმევათ.

თუ ნასვამი მართვის დროს გაგაჩერეს, მართვის მოწმობის ჩამორთმევის ალტერნატივად, შეგიძლიათ 700 ლარიანი ჯარიმა გადაიხადოთ.   

ჯარიმები დაწესდა მოპედის მძღოლებსა და მგზავრებზეც. მოპედით მოძრაობისას თუ შეკრული ჩაფხუტი არ გამოიყენეთ, მძღოლებიც და მგზავრებიც 100 ლარით დაჯარიმდებით.

მანქანის მართვის დროს ტელეფონით საუბრისას მძღოლი 10 ლარის ნაცვლად 30 ლარით დაჯარიმდება.

საპირისპირო მიმართულებით მოძრაობაზე 300 ლარიანი ჯარიმა დაწესდა.

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამკაცრდა მძღოლის მიერ ქვეითებთან მიმართებაში წესების დარღვევაზე. ჯარიმა პირველ შემთხვევაში 40 ლარი, განმეორების შემთხვევაში კი, 150 ლარი გახდა.

საქალაქთაშორისო ან საერთაშორისო რეისებით მგზავრების რეგულარული გადაყვანისას სიჩქარეს გადაჭარბების შემთხვევაში კი 200-დან 300 ლარამდე დაჯარიმდებით.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი