მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერით „საკანონმდებლო მაცნეზე“ 28 კანონპროექტი გამოქვეყნდა

30 დეკემბერი 2024, 10:39 398 ნახვა

საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერით "საკანონმდებლო მაცნეზე" 28 კანონპროექტი გამოქვეყნდა. გამოქვეყნებულ კანონპროექტებს შორის არის "შეკრებისა და მანიფესტაციების შეხახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლის საფუძველზეც დემონსტანტებს აქციების დროს ნიღბით და ნებისმიერი სხვა საშუალებით სახის დაფარვა, ასევე ლაზერული მოწყობილობებისა და პიროტექნიკის გამოყენება ეკრძალება. ასევე ამოქმედდა კანონპროექტები, რომლის გათვალისწინებით, გაზრდილია ადმინისტრაციული ჯარიმები, ხოლო საჯარო სამსახურებში რეორგანიზაციის პროცესი მარტივდება. ყველა ეს კანონი გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა.

მიხეილ ყაველაშვილი ინაუგურაცია საკანონმდებლო ორგანოში პროტესტის ფონზე გუშინ გაიმართა. ისინი, ვინც 32 დღეა არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, ყაველაშვილს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ თვლიან. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში