ირაკლი კობახიძე სამხრეთ კორეაში ავიაკატასტროფის გამო კორეელ ხალხს უსამძიმრებს

29 დეკემბერი 2024, 16:38 204 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სამხრეთ კორეაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს და კორეელ ხალხს უსამძიმრებს.

„ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს.

 

საქართველო სოლიდარობას უცხადებს სამხრეთ კორეას და იზიარებს კორეელი ხალხის მწუხარებას ამ მძიმე დროს”, - წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.

სამხრეთ კორეაში, მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ბოლო მონაცემებით, ავიაკატასტროფის შედეგად 176 ადამიანია დაღუპული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში