ოპოზიციის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან

28 დეკემბერი 2024, 15:21 152 ნახვა

საბიუჯეტო დაფინანსება და რამდენიმე მილიონი ლარის გადანაწილება 4 ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიაში დაპირისპირების მიზეზია.
საბიუჯეტო დაფინანსების ჩარიცხვას 4-დან სამი ოპოზიციური პარტია დათანხმდა. "ლელო", "ნაციონალური მოძრაობა" და გიორგი გახარიას პარტია თანხას მიიღებენ.
აქ თვლიან, რომ დაფინანსება არჩევნების ლეგიტიმაციასთან კავშირში არაა. „ქართულ ოცნებაში“ თვლიან, რომ პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილება - არჩევნების ლეგიტიმურობის კიდევ ერთი დადასტურებაა. მმართველი პარტიის ლიდერები დარწმუნებული არიან, რომ ოპონენტები მალე იმაზე დაიწყებენ ზრუნვას, როგორ ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში