ტერაქტი პარიზში

21 აპრილი 2017, 00:00 2685 ნახვა

ელისეის მინდვრებზე პოლიციელებზე თავდასხმამ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო კამპანია გადაფარა. საფრანგეთის პოლიცია ტერაქტში, რომელზეც პასუხისმგებლობა ''ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, ეჭვმიტანილ მეორე პირს ეძებს. სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს ლიკვიდირებული ტერორისტის საცხოვრებელში და ტერორისტის ოჯახის წევრები დააკავეს. მისი მეზობლების განცხადებით, 39 წლის მამაკაცი მარტოსული და სავარაუდოდ, შიზოფრენიით დაავადებული იყო.

საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატ, მარინ ლე პენის  განცხადებით, ქვეყანაში ახალი ტერაქტებია მოსალოდნელი. საფრანგეთს მომხდარის გამო სოლიდარობა გამოუცხადეს ევროპელმა ლიდერებმა. შანზ-ელიზეზე თავდასხმა ორლის აეროპორტზე მომხდარი ინციდენტიდან ერთი თვის შემდეგ მოხდა, მანამდე კი რადიკალური ისლამისტების თავდასხმის ობიექტი ლუვრის ისტორიული მუზეუმი გახდა.

ამავე კატეგორიაში