მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია საქართველოს პარლამენტში, 29 დეკემბერს 11:00 საათზე გაიმართება-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შალვა პაპუაშვილის თქმით, ცერემონიაზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად მიწვეული არიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, ინაუგურაციაზე მიწვეულნი არ არიან უცხო ქვეყნის წარმომადგენლები. პროცესი პარლამენტის შენობაში გაიმართება. სპეციალურად, ამ ღონისძიებისთვის საინაუგურაციო კონსტიტუცია დაიბეჭდა, რომელიც პირველად იქნება გამოყენებული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთვის.