29 დეკემბერს პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება - პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

26 დეკემბერი 2024, 10:09 144 ნახვა

29 დეკემბერს პარლამენტში საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება.  მიხეილ ყაველაშვილი საპრეზიდენტო ფიცს პარლამენტის სასახლეში დადებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ცერემონია 11:00 საათზე დაიწყება.

ინაუგურაციაზე მიწვეული არიან პირები, ვინც პრეზიდენტი აირჩიეს, ასევე ყველა კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელები.

პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის გამართვის დღეს, პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა. „ქართული ოცნების“ 224-მა დელეგატმა ხმა ერთადერთ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს, მისცა.

 
 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში