საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"თქვენო აღმატებულებავ,
ღრმა მწუხარებით შვიტყვე აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ყაზახეთის ქალაქ აქატაუს მახლობლად კატასტროფის შესახებ.
საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით გისამძიმრებთ თქვენ და აზერბაიჯანელ ხალხს. ამ მწუხარების ჟამს, ჩვენ ვდგავართ მოძმე აზერბაიჯანელი ხალხის გვერდით და თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას დაზარალებულებს.
თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ ვიზიარებთ თქვენი და მეგობარი აზერბაიჯანელი ხალხის მწუხარებას და გიცხადებთ თანაგრძნობას ამ მძიმე წუთებში",- აღნიშნავს სამძიმრის წერილში საქართველოს პრემიერ-მინისტრი.