ღრმად დამწუხრებულები ვართ აზერბაიჯანული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, რასაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - საგარეო უწყება

25 დეკემბერი 2024, 13:29 134 ნახვა

ღრმად დამწუხრებულები ვართ აზერბაიჯანული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, რასაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„გვსურს, გულწრფელი სამძიმარი და ღრმა თანაგრძნობა გამოვუცხადოთ მეგობარი აზერბაიჯანის მთავრობასა და ხალხს. ამ რთულ დროს, საქართველო სოლიდარულია სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტთან „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში