საზეიმოდ აინთო დღეს ნაძვის ხე ხელვაჩაურში.ამ წუთებში მერიის შენობის მიმდებარედ სპეციალურად მოწყობილ სცენაზე კონცერტი გაიმართა, რომელშიც ძირითადად ადგილობრივი ანსამბლები მონაწილეობდნენ.
ეს არის კულტურის ცენტრთან მოქმედი ჯგუფები “ ეპოქა”, ათძალი”, კოლხა”, “ კოლხეთი”, “სახელოვნებო სკოლის პედაგოგები” და საბავშვო სტუდიები. დღესვე დაჯილდოვდნენ წლის ხელვაჩაურელები.
სკოლისა და საბავშვო ბაღის პედაგოგები და კულტურისა და ხელოვნების დარგში მოღვაწეები, ასევე წარმატებული სპორტსმენები. სადღესასწაულო ღონისძიებები ხელვაჩაურში 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება