მამუკა ხაზარაძის მოწოდება ჯარს და გამოხმაურებები

24 დეკემბერი 2024, 14:40 188 ნახვა

ქართული ოცნება "ლელოს" დამფუძნებლის ჯარისადმი მოწოდებას შესაძლო დანაშაულად და საბოტაჟად აფასებს. აცხადებენ, რომ მიხეილ ყაველაშვილი ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტია და ინაუგურაციაც კანონის ფარგლებში ჩატარდება. საუბარია, მამუკა ხაზარაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, რომელშიც ლელოს დამფუძნებელი თავდაცვის ძალებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს. ხაზარაძე წერს, რომ ჯარმა არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს და მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს უნდა დაემორჩილოს.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში