თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დამასკოში ჩავიდა

23 დეკემბერი 2024, 14:41 104 ნახვა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დამასკოში სირიის დე ფაქტო ლიდერთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ სირიის მომავალში ქურთების სახალხო თავდაცვის ძალების ადგილი არ არის და ის უნდა დაიშალოს. ამას გარდა, ჰაკან ფიდანმა აღნიშნა, რომ  დამასკოს წინააღმდეგ ყველა სანქცია უნდა მოიხსნას, რათა ქვეყანამ აღმშენებლობა დაიწყოს. სირიის ახალ ლიდერთან აჰმად ალ-შარაასთან საუბრისას,  ფიდანმა თქვა, რომ დამასკოს ახალმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მას შეუძლია აიღოს ინიციატივა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ისლამური სახელმწიფოს პატიმრების მართვაში, რასაც დღემდე აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი სირიის დემოკრატიული ძალები და სახალხო თავდაცვის ძალები ახორციელებდნენ. თურქმა დიპლომატმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის მხარი დაუჭიროს სირიას აღმშენებლობის პროცესს და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი ხელს შეუწყობს სხვა ქვეყნებთან მაღალი დონის კონტაქტებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში