პრემიერ-მინისტრის განცხადებები

22 დეკემბერი 2024, 17:50 113 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეს-კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტზე ისაუბრა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტს 29 დეკემბერს მოუწევს თანამდებობის დატოვება და მისივე თქმით იმ შემთხვევაში თუ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციას არ დატოვებს, ეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს გამოიწვევს, ცნობისთვის სალომე ზურაბიშვილი დღეს გეგმავს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართოს როგორც გუშინდელ ბრიფინგზე პრეზიდენტმა განაცხადა ყველამ ერთად უნდა მოითხოვონ ხელახალი არჩევნების ჩატარება, პრემიერმა ამ საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ ხელახალი არჩევნები შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცესკო ან სასამართლო, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების შედეგებს გააბათილებს.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში