რეჟიმი თავს ძლიერად არ გრძნობს, აუცილებელია ახალი არჩევნების ჩატარება და დახმარება ევროკავშირისგან - რასა იუკნევიჩიენე საქართველოზე

22 დეკემბერი 2024, 10:29 128 ნახვა

ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე „ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ წერს.

როგორც ლიეტუველი ევროდეპუტატი ამბობს, 21 დეკემბერს ევროკავშირის, აშშ-ისა და უკრაინის კანონმდებლებისა და ექსპერტების ონლაინ დისკუსია გაიმართა, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობდა.

„საქართველოს მეგობრების“ ქსელი შეიკრიბა. ჟიგიმანტას პავილიონისისა და ჩემი ინიციატივით, ევროკავშირის, აშშ-ს, უკრაინის პარლამენტის წევრები, ექსპერტები შეუერთდნენ თანამოაზრეთა ჯგუფს, რათა დაეხმარონ ქართველებს ხმის მიცემის უფლებისა და ქვეყნის ევროპული გზის დაბრუნებაში. დღეს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შემოგვიერთდა.

მისი უფლებამოსილება მთავრდება 29 დეკემბერს და ყველაზე ნეგატიური სცენარი იქნება, თუ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული ახალი პრეზიდენტი გამოაცხადებს საომარ (საგანგებო) მდგომარეობას, დააპატიმრებს პრეზიდენტს, გააძევებს ხალხს და საქართველო ღიად დიქტატურის გზას დაადგება. თუმცა, მეორე მხრივ, ერი ფეხზე დგას, როგორც არასდროს, რეჟიმი რეალურად თავს ძლიერად არ გრძნობს, ამიტომ დახმარება, განსაკუთრებით ევროკავშირისგან, აუცილებელია ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რომლის შედეგებსაც ყველა ენდობა. დახმარება საჭიროა ახლა, 29 დეკემბრამდე.

 

აქ ლიეტუვის ლიდერობაც შეიძლება, ძალიან მნიშვნელოვანი იყოს.

 

საქართველოს მეგობართა ჯგუფის მთავარი მოთხოვნები:

 

1. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ უნდა იყოს აღიარებული;

 

2. პარლამენტი გამოცხადდეს არალეგიტიმურად;

 

3. სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი ხალხის მიერ;

 

4. არსებული სიტუაციის გადაჭრის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია.

 

შეთავაზებები:

 

1. სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი რეჟიმის პასუხისმგებელი პირების მიმართ ყველა დონეზე;

 

2. სახელმწიფოსა და მთავრობის წევრების ვიზიტები საქართველოში ახალი არჩევნებისთვის;

 

3. პარლამენტის წევრების რეგულარული ვიზიტები;

 

4. დიდი კონფერენცია თბილისში;

 

5. საპარლამენტო დელეგაციების არაღიარება საპარლამენტთაშორისო ინსტიტუტებში;

 

7. ევროპული საქართველოს აქტიური მხარდაჭერა ყველა მედია არხზე;

 

8. საერთაშორისო მედიის ყურადღების მიპყრობა საქართველოსთვის.“, – წერს ევროპარლამენტარი ფეისბუქგვერდზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში