აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვახტანგ გომელაურსა და მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესა

19 დეკემბერი 2024, 22:08 124 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართველი სამართალდამცავების, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვებს აწესებს. სახელმწიფო დეპარტამენტი სახაზინო დეპარტამენტის მიერ შს მინისტრის ვახტანგ გომელაურისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძის "მაგნიტსკის სასანქციო პროგრამის" ფარგლებში სანქცირებაზე საუბრობს და საკუთარ სანქციებსაც აანონსებს.

განცხადებაში წერია, რომ სანქციები შეეხება მათ, ვინც  დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში იყვნენ ჩართული.

„ ქართველ ხალხთან ვდგავართ და ერთგულები ვრჩებით ვეძიოთ ანგარიშვალდებულება მათთვის, ვინც თანამონაწილეობს ადამიანის უფლებების დარღვევასა და მათი დემოკრატიული მომავლისთვის ძირის გამოთხრაში", - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში