აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

18 დეკემბერი 2024, 11:10 215 ნახვა

თურქეთსა და აშშ-ს მიერ მხარდაჭერილ ქურთ სირიულ ძალებს შორის ჩრდილოეთ სირიის ქალაქ მანბიჯის გარშემო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამ კვირის ბოლომდე გაგრძელდება- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა. ვაშინგტონის შუამავლობით მხარეებს შორის პირველადი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გასულ კვირას გაფორმდა, მაგრამ მას ვადა ამოეწურა.

მილერმა დასძინა, რომ ვაშინგტონს სურს, ცეცხლის შეწყვეტა რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. მილერის განცხადებით სირიაში კონფლიქტის გაძლიერება არც ერთი მხარის ინტერესში არ არის. ჩვენ არ გვინდა ვიხილოთ, რომ რომელიმე მხარე ისარგებლებს არსებული არასტაბილური სიტუაციით, და საკუთარი ვიწრო ინტერესებისთვის იბრძოლოს სირიის უფრო ფართო ეროვნული ინტერესების ხარჯზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში