ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმა პატიმრობაში მყოფი დეკანისა და 4 სტუდენტის მხარდამჭერი, მდუმარე აქცია გამართეს. ისინი უნივერსიტეტის ფოიეში ტრანსპარანტებით შეიკრიბნენ და დაკავებულების გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
მათი განცხადებით, ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და 4 სტუდენტი უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან და ისინი საუნივერსიტეტო სივრცეს უნდა დაუბრუნდნენ. უნივერსიტეტის დეკანი მამუკა ჯორბენაძე და სტუდენტები - დავით გვიანიძე, გიორგი დავითაძე, ანრი კაკაბაძე და გურამ მიქელაძე სამართალდამცავებმა 9 დეკემბერს დააკავეს.
მათ გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხუთივე პირი 2 თვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.