ხელოვანების აქცია-მსვლელობა თბილისში

15 დეკემბერი 2024, 18:03 419 ნახვა

სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, რესტავრატორები და ხელოვნებათმცოდნეები მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტისკენ აქცია-მსვლელობას მართავენ.

მანამდე კულტურის სამინისტროს წინ შეკრებილმა რესტავრატორებმა/კონსერვატორებმა და ხელოვნებათმცოდნეებმა მარჯანიშვილის მოედანზე გადმოინაცვლეს, სადაც ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსპარანტები წარწერებით: „ვინახავთ ისტორიას, ვაშენებთ მომავალს!“, „არა პოლიციური რეჟიმის დაკანონებას“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე