ოპოზიციის კონსულტაციები პრეზიდენტთან

12 დეკემბერი 2024, 20:03 215 ნახვა

პრეზიდენტობის ვადის ოფიციალურად ამოწურვამდე კი სალომე ზურაბიშვილი კონსულტაციებს აგრძელებს.
ოპოზიციური პარტიებისა და კოალიციების ლიდერებმა პრეზიდენტთან მორიგი შეხვედრა დღის ბოლოს და სამოქმედო გეგმების შესახებ ისაუბრეს.
კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით შეხვედრა ოპოზიციონერი ლიდერების თხოვნით შედგა, რომელზეც კიდევ ერთხელ დაადასტურეს რომ ისინი არ ცნობენ ლეგიტიმურად ახალ მთავრობას და ახალი მთავრობის მიერ არჩეულ ახალ პრეზიდენტს, ოპოზიციონერმა ლიდერებმა სალომე ზურაბიშვილთან დაკავებულების გათავისუფლების საკითხიც დააყენეს.
შეხვედრა კომენტარის გარეშე დატოვეს პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ და კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, დეტალურად, სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობს.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში