ალეკო ელისაშვილი სამართალდამცველებმა ძალადობის ბრალდებით დააკავეს

04 დეკემბერი 2024, 22:49 191 ნახვა

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი ალეკო ელისაშვილი სამართალდამცველებმა ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ალეკო ელისაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილ დევნას გულისხმობს.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ელისაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარეს, ალი ბაბაევს.

გავრცელებული ცნობით, მისი დაკავება სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში