ბათუმში აქციაზე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი დააკავეს

02 დეკემბერი 2024, 12:01 182 ნახვა

გუშინ, გვიან ღამით ბათუმში სამართალდამცავებმა აქციზე ხელვაჩაურის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი მამუკა ჯევაიში დააკავეს. ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

მას ამ წუთებში ადვოკატი ხვდება. იზოლატორში შესვლამდე ადვოკატ თენგიზ კახიძემ განაცხადა, რომ უცნობია თუ რა მუხლით დააკავეს ჯევაიში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ბათუმში წუხელ აქციაზე მხოლოდ ერთი დაკავებულის შესახებ ადასტურებს ინფორმაციას.

 
თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში