ევროპარლამენტის გეგმა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე

01 დეკემბერი 2024, 11:54 199 ნახვა

„როგორც ადამიანს, რომელსაც ევროპული ღირებულებების სწამს, როგორც დემოკრატიული საქართველოს მეგობარს, არ შემიძლია, ჩუმად ვუყურო იმას, რაც ახლა საქართველოში ხდება.“- ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

ევროპარლამენტარის განცხადებით, ირაკლი კობახიძემ და ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ღრმა პოლიტიკური კრიზისი შექმნეს. ეს კრიზისი კი იმიტომ შეიქმნა, რომ მათ საქართველოს ევროპულ გზას უღალატეს.
იუკნევიჩიენეს თქმით, კრიზისიდან გამოსასვლელად თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ უნდა შეიქმნას დროებითი ტექნიკური ეროვნული ერთიანობის მთავრობა, რომელ პროცესსაც სალომე ზურაბიშვილი უხელმძღვანელებს.

გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჟურნალისტების, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მომიტინგეების მიმართ სისასტიკით ჩადენილი დანაშაულების შესახებ ევროკავშირის ხელმძღვანელობით საერთაშორისო გამოძიება უნდა ჩატარდეს. ასევე საუბარია ინდივიდუალურ სანქციებზეც ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც დანაშაულებსა და სისასტიკეზე არიან პასუხისმგებლები.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში