შეფასებები საქართველოში მიმდინარე პროცესებზე

29 ნოემბერი 2024, 18:31 80 ნახვა

მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, დააბრუნოს საქართველო ევროკავშირის, დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე, რაც საქართველოს მოსახლეობის მკაფიო უმრავლესობის სურვილია, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს.
ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მთავრობაზეა დამოკიდებული, გადადგას ნაბიჯები ურთიერთობების გამოსასწორებლად იმ დასავლურ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოს 30 წელზე მეტია, მხარს უჭერენ. „გუშინ ღამით, ჩვენ ყველა გავხდით მოწმე, როგორ იძალადა პოლიციამ პროტესტის დაკავებულ მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე.
მოვუწოდებ მთავრობას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებასა და პრესის თავისუფლებას პროტესტის უსაფრთხოდ გასაშუქებლად“- ნათქვამია განცხადებაში.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა მაია სანდუ. „გმობს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და სოლიდარობას უცხადებს სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, საქართველოს მომავალი ევროპაშია .

სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოში მიმდინარე პროცესებს ლიეტუვის პრეზიდენტი. „ლიეტუვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხის და მათი ევროპული ოცნების გვერდით, – წერს გიტანას ნაუსედა. ნაუსედას თქმით, საქართველო ეკუთვნის ევროპას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში