ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქობულეთის მუზეუმმა კვირეული გახსნა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს ისტორიულ ადგილებზე გასვლითი სემინარები ჩაუტარდებათ. კვირეული პეტრას ციხის მონახულებით გაიხსნა. სულ 10-მდე ძეგლის მონახულება იგეგმება.