დავით გაბაიძე - ''ნაციონალური მოძრაობა თვითმმართველობებში დირექტორის დანიშვნას ითხოვს''

18 აპრილი 2017, 00:00 3371 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობა თვითმმართველობებში დირექტორის დანიშვნას ითხოვს, ამას კი რა თქმა უდნა არ დავეთანხმებოდით" - ასეთი გამოეხმაურა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას თვითმმართველობის კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ. 

გაბაიძის განცხადებით, კანონი თვითმმართველობის შესახებ მიმართულია მაქსიმალურად დეცენტრალიზაციისა და გაძლიერებისკენ, ამიტომ ნებისმიერი ცვლილება, რომელიც თვითმმართველობის საქმიანობაში დამატებით ჩართვას გულისხმობს მიუღებელია. "თავისი შინაარსით არ არის მიზანშეწონილი ცენტრალური ხელისუფლების ფუნქცია განახორციელოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ" - აცხადებს გაბაიძე. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივა კომისიებში დაწუნებული იქნა, თუმცა ის 20 აპრილს, უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, ერთ-ერთ საკითხად მაინც გავა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი