გაზეთი "ბათუმელები" იუბილარია. პირველი ნომერი 15 წლის წინ, სწორედ 26 მაისს გამოვიდა. ყოველკვირეული გამოცემა 15 წელია საზოგადოებას მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციას აწვდის. როგორც გაზეთის რედაქტორი ამბობს, ამ ხნის განმავლობაში გაზეთმა ბევრ გამოწვევას უპასუხა და ბევრ წარმატებას მიაღწია, როგორც საერთაშორისო მედიასივრცეში ასევე ჩვენს ქვეყანაში. თავდაპირველად გაზეთი 6 მეგობრის ინიციატივით დაარსდა. დღეს კი რედაქცია 80 თანამშროემლს ითვლის. გაზეთს ონლაინ გამოცემაც აქვს.