ევროკავშირში გაწევრიანება არის ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი - ირაკლი კობახიძე

28 ნოემბერი 2024, 14:44 86 ნახვა

ირაკლი კობახიძემ 2030 წლისთვის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება ერთ-ერთ უმთავრესს პრიორიტეტად დაასახელა.

მისივე თქმით, აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების  თვისობრივად გადატვირთვა გახდება შესაძლებელი  საქართველოს ხელისუფლებას ამის შესაძლებლობას კი კობახიძის თქმით, აშშ-ში მომხდარი ცვლილებები მისცემს.

„ამისთვის მოგვიწევს კონკრეტული პირობების შესრულება, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო ის, რაც ვთქვი სხდომათა დარბაზში, ერთი მხრივ, ჩვენც გვაქვს დასამტკიცებელი ევროკავშირთან, თუ გვინდა გაწევრიანება, მაგრამ ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი ჩვენთან, რომ მისი მიზანია ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის კეთილდღეობა, მისი მიზანია, გაუფრთხილდეს ჩვენს ტრადიციულ ფასეულობებს, შევინარჩუნოთ მშვიდობა ამ ქვეყანაში. ერთმანეთს უნდა დავუმტკიცოთ ჩვენ, რომ გვინდა ერთმანეთისთვის სიკეთე. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას.

„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაუქმება თუ მოხდება, ეს არის სერიოზული დარტყმა, ბუნებრივია, ეკონომიკაზე, მაგრამ დღეს არ ვართ ჩვენ ამაზე სასაუბროდ მოსული. ჩვენ გვაქვს ჩვენი პროგრამა და ჩვენი მთავარი ამოცანა არის ამ პროგრამის შესრულება. შალვა პაპუაშვილს საუბარი ექნებოდა იმაზე, ხვალ რომ რაღაც მოხდეს, რას გამოიწვევს ეს. ჩვენ გვაქვს ამიტომ 6-წლიანი მიზანი. ხვალ რომ რაღაც მოხდეს, შეიძლება ამან გამოიწვიოს გარკვეული კატაკლიზმები, მაგრამ ამიტომ გვაქვს 6-წლიანი მიზანი, რომ მანამდე ადაპტაცია განახორციელოს. მარტივ რამეზეა საუბარი, სიტყვაზე, შენ რომ გახდე ევროკავშირის წევრი, შეიძლება, მოგიწიოს უვიზო რეჟიმის გაუქმება არაერთ ქვეყანასთან, რაც გამოიწვევს რამდენიმე მილიონით ტურისტების შემცირებას. ეს არის ალბათ, რაზეც ჰქონდა საუბარი პარლამენტის თავმჯდომარეს“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში