დღეს პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას დაამტკიცებს

28 ნოემბერი 2024, 10:02 81 ნახვა

დღეს საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას დაამტკიცებს. ნდობას გამოუცხადებენ სამთავრობო პროგრამას სახელით - „ მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძეა. რამდენიმე სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება.

გუშინ  მინისტრობის კანდიდატებს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მოუსმინეს. კანონმდებლებმა სამთავრობო პროგრამაზეც იმსჯელეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში